Русский
ქართული
English
ენის ამორჩევა
before_03 after_03
before_03 after_03
before-after-04 before-after-05
before-after-04 before-after-05
before_04 after_04
before_04 after_04
ჩაჭყლეტილი ადგილების მოცილება ავტომობილის შეღებვის  გარეშე
მოუხერხებელმა პარკირებამ, ამინდის ცუდი პირობებმა, როგორიცაა სეტყვა, ქარიშხალი ხის მოტეხილი ტოტების ვარდნით, გაუფრთხილებელმა მოპყრობამ გადასაზიდ საგნებთან, _ ყოველივე ამან შეიძლება გამოიწვიოს შეჭყლეტილი ადგილების გაჩენა ავტომობილზე.
ეს არის შეჭყლეტილი ადგილების აღდგენის ტექნოლოგია თქვენს ავტომო-ბილზე ლაკ-საღებავის საფარის შენარჩუნებით. მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ავტომანქანის შენააჭყლეტი ადგილების გასწორება ხდება მექანიკური ზემოქმედების ხარჯზე სპეციალური ინსტრუმენტის ნარნარი (ნელი) მასაჟისებრი დაწოლით ავტომანქანის ძარის შიდა მხრიდან.
შენაჭყლეტების შეუღებავად მოცილებას აქვს მთელი რიგი უპირატესობებისა:
   A. თქვენი ავტომობილის საქარხნო საფარის შენარჩუნება.
   B. აუცილებელი არ  იქნება მისი შეღებვა.
   C. არ იქნება საჭირო აბრაზიული მასალებისა და საფითხნის  (“შპაკლიოვკის”) გამოყენება.
   D. დაზოგავთ ძვირფას დროს.
   E. დაზოგავთ ფულს.
შენაჭყლეტების შეუღებავად მოცილებას აზრი აქვს იმ შემთხვევებში, როცა
ავტომობილის ელემენტებზე არ არის დიდი, ღრმა ნაკაწრები და როცა
დაზიანებული არ არის მისი ლაკ-საღებავის საფარი, აგრეთვე როცა არ არის
გაჭიმული შენაჭყლეტები, რომლებიც ხშირად გვხვდება თხელი და ფოლადის
ჟეშტის მქონე ავტომობილებზე. უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ შეკეთებას  არ
ექვემდებარება დაბალი ხარისხის საღებავიანი შენაჭყლეტი ადგილები, ანუ ძველი
ავტომანქანები, რომლებსაც უკვე ჩატარებული აქვთ ძარის ტრადიციული
რემონტი.
შენაჭყლეტების შეუღებავად მოცილება ავტომობილს შეუნარჩუნებს  ძარის
ქარხნულ საფარს. შენაჭყლეტების გასწორების ამ მეთოდს იყენებენ ავტომანქანის
გამყიდველები, რადგანაც გაყიდვის დროს ძარაზე არაარსებითი დეფექტების
მქონე შეუღებავ ავტომობილს მეტი უპირატესობა ენიჭება, ვიდრე რემონტგავლილ,
დაე თუნდაც იდეალურად შეღებილ ავტომობილს.
ჩაჭყლეტილი ადგილების შეუღებავად მოცილების ღირებულება 40-60%-ით
ნაკლებია ვიდრე ყველასთვის  ჩვეული რიხტიულ-შეღებვითი სამუშაოები.
ღირებულება ვერანაირად ვერ შეფასდება ტელეფონის მეშვეობით, რადგან ეს
ხდება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შემდეგ. მინიმალური ფასი ეგრეთ
წოდებული “წერტილისათვის” იწყება 10 ლარიდან. “წერტილების” დიდი
რაოდენობის შემთხვევაში დასაშვებია ფასჩამოკლება. სეტყვისაგან დაზიანებების
შემთხვევაში ფასჩამოკლება შეიძლება აღწევდეს 3-4  ლარს.
Designed by Azazzzello