Русский
ქართული
English
ენის ამორჩევა
DRL030-E4 DRL_1050 DRL-182P18 DRL-6002
DRL030-E4 DRL_1050 DRL-182P18 DRL-6002
1. ქსენონი
დააყენებთ რა ავტომობილზე ქსენონს _ მიიღებთ სინათლის ნაკადს, რომელიც ყველა პარამეტრით ბუნებრივი, დღის სინათლის მსგავსია, ძალზე შორს ანათებს გზას წინ და უფრო დაჯერებულს ხდის მძღოლის მოქმედებებს და ავტომობილის მოძრაობას ნებისმიერი ამინდის პირობებში. ასეთი სისტემა საშუალებას იძლევა ქსენონური სინათლე ჩაერთოს ავტომო-ბილში ჰალოგენური ნათურების კვების საშტატო წყაროდან, ნათურების სწრაფი ანთებისა და შეუფერხებელი მუშაობის უპირატესობით. ამ სისტემის სიახლეთა წყალობით, დღესდღეობით შესაძლებელი გახდა ხარისხიანი ქსენონური სინათლის დაყენება სატრანსპორტო საშუალების ენერგიის საგრძნობი ეკონომიით, განსხვავებით ჰალოგენური ნათურებისა, და  ავტომობილის დაცვა იმ ზედმეტი დატვირთვისაგან, რასაც იწვევს ჰალოგენური ნათურების მომეტებული სიმძლავრე.
ავტომობილის ფარა არ მოითხოვს არანაირ შეცვლასა და მოდიფიკაციას, თუ თქვენ გადაწყვეტთ ქსენონი დაიყენოთ. ქსენონის
ნათურებს აქვთ მოქმედების უაღრესად ხანგრძლივი ვადა, (2000-2500 საათი) და ისინი შესანიშნავად მუშაობენ სატრანსპორტო
საშუალების ვიბრაციის დროს, რადგან არ გავარვარდებიან (ხურდებიან). ასეთი ნათურის გახურების ტემპერატურა ბევრად ნაკლებია,
ვიდრე ეს ჰალოგენურ ნათურას აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს დავიცვათ  ავტომობილის ფარები მაღალი ტემპერატურით გამოწვეული
დამატებითი დაძაბვისაგან.  «ავტომინაკოსმეტიკს»-ში ჩვენ შეგვიძლია ქსენონი დავაყენოთ პრაქტიკულად ნებისმიერ ავტომობილზე ან
სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლებშიც გამოყენებულია H ტიპის ჰალოგენური ნათურები.
                                                                                                       ქსენონის ფერადოვანი ტემპერატურა
ქსენონის ფერადოვანი ტემპერატურა _ სინათლის წყაროს მახასიათებელია და განსაზღვრავს თვალით შეგრძნობად ფერს. თითოეულ
სინათლეს შეესატყვისება თავისი ტემპერატურა, რომელიც იზომება კელვინის გრადუსებში. მაგალითად, მზის ფერადოვანი ტემპერატურა
დღის 12 საათისათვის შეადგენს 4000 K-ს  (კელვინს), ხოლო ლურჯი ცის სინათლე - 7000 K-ს. დღის სინათლის ქვეშ გულისხმობენ მზისა და
ცის ნათელის ნაზავს, და მისი ფერადოვანი ტემპერატურა 5000 K-ს ტოლია.
ფერადოვან ტემპერატურაზე დამოკიდებულია ქსენონური ნათურის სინათლის ნაკადი (სიკაშკაშე).  ყველაზე მაქსიმალური სინათლის ნაკადი
აქვს ნათურას 4300 K- ფერადოვანი ტემპერატურის მქონე ნათურას,  იგი შეადგენს 3200ლმ-ს*. მომატებული ფერადოვანი ტემპერატურის
დროს სინათლის სიკაშკაშე კლებულობს.
*ლმ (ლიუმენი) -  სინათლის ნაკადის ზომის ერთეული
ნათურები ფერადობის ტემპერატურით 43000K დროთა განმავლობაში უფრო თეთრი ხდებიან. მუშაობის დაახლოებით 500 საათის შემდეგ ფერადობის ტემპერატურა იცვლება 200K-თი ანუ ხდება 4500K. ეს ცვლილება ძალზე ნელია, და თუ საგანგებოდ არ მივაქცევთ ყურადღებას, ძნელად შესამჩნევია.
“ავტომინაკოსმეტიკს”-ი გთავაზობთ ქსენონების კომპლექტების მთელ წყებას ნებისმიერი გემოვნებისა და არჩევანისათვის.

                 1. DC-კლასი, ანუ ეკონომ.-ვერსია.
ეს ქსენონი ხშირად გვხვდება ჩვენს გზებზე. DC-კლასი, ეს არის ქსენონი სუსტი განათებით. მათ არა აქვთ ხანგრძლივი ვადა, ნათურები მალე ჯდებიან (სუსტდებიან), და უფრო შემხვედრს აბრმავებენ, ვიდრე მძღოლს უნათებენ გზას. ასეთ ქსენონს ძირითადად “დამნისვლელებზე” აყენებენ.

DC-კლასის ფასი იწყება 80 ლარიდან და არწევს 130 ლარს, ჩვენი დაყენებით და 1 წლის გარანტიით.

                 2. AC -კლასი “სტანდარტი”.
AC -კლასი, ეს არის სტაბილურად მომუშავე ქსენონი, კარგი ხარისხის ბლოკებით. ასეთი ბლოკები არ იძლევიან ნათურების ციმციმს და თავად ქსენონის ნათურები მუშაობენ 5-7 წლის განმავლობაში.

AC-კლასის ფასი იწყება 150 ლარიდან, მოდელებისა და ბლოკების სიმძლავრის მიხედვით. ფასში შედის დაყენება და 1 წლის გარანტია.

                 3. AC-Super Start -ი.
Super Start -ი ეს არის 2012 წელს შემუშავებული ქსენონური სისტემები. ნათურების ანთება ასეთი ბლოკებიდან ხდება მომენტალურად. ასეთი კლასის ქსენონები არსებობს 35W,  50W, 55W და 75W-სუპერ წჰიტე.  ხშირად ასეთი ქსენონის დაყენებას ჩვენ ვთავაზობთ როგორც ახლომაშუქზე, ასევე შორსმაშუქზეც სტარტის მაღალი სისწრაფის გამო.

AC-Super Start -ის ფასი იწყება 250 ლარიდან. ფასში შედის დაყენება და 1 წლის გარანტია.

“ავტომინაკოსმეტიკს”-ი გთავაზობთ ქსენონური ბლოკების ნათურებისა და ქსენონური სისტემების აქსესუარების დიდ არჩევანს, რომელთა ფასშიც შედის მათი დაყენებაც და გარანტიაც.
2. მაშუქ-დიოდური ავტონათურები
მაშუქ-დიოდური ნათურების უპირატესობა ჩვეულებრივ ვარვარა ნათურებთან შედარებით შემდეგია:
_ ექსპლუატაციის გაცილებით დიდი ვადა (4-5-ჯერ მეტი);
_ “დღის სინათლის” რეჟიმში გამოყენების შესაძლებლობა მაღალი სიკაშკაშის ხარჯზე;
_ ნათების ინტენსივობა გაცილებით მეტია, ამასთან ენერგომოხმარება ნაკლები;
_ ფერების სიხასხასე და დიდი არჩევანი;
_ დარტყმა-მედეგობა და ვიბრაცია-მედეგობა, რადგან არ არის  ყოლბა (მინის) და გავარვარების ძაფი (მავთული);
_ ჩართვისა და გამორთვის დროს არ არის ინერციულობა;
_ დაბალი სამუშაო ძაბვა;
_ ხანძარსაწინააღმდეგო უხიფათობა ძალზე მაღალია, რადგან გახურებას არ არ აქვს ადგილი.
ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია:
მაშუქდიოდები «დამნისვნელების»,
მუხრუჭ-სიგნალების,
მოხვევის ციმციმას,
«უკუსვლის»,
სანომრე ნიშნის პატარა ნათურის,
სალონის,
ძრავის ნაკვეთურის,
საბარგულის გაბარიტებში.

ასევე ჩვენ რეალიზაციას ვახდენთ: მოქნილი
თვითშეწებებადი ტენდაუცველი და ტენდაცული
ლენტებისა თეთრ ფუძეზე SMD- ჩიპებით.
3. დღის სავალი სინათლეები
დღის სავალი სინათლეები - წარმოადგენს გარეთა გასანათებელ მოწყობილებებს, რომლებიც
განკუთვნილია მოძრავი სატრანსპორტო საშუალების ხილვადობის გასაუმჯობესებლად დღე-ღამის
ნათელ დროს. ისინი სტატისტიკის მიხედვით 30%-ით ამცირებენ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის
ალბათობას.
“ავტომინაკოსმეტიკს”-ი გთავაზობთ ავტონათურების, განათების, მცირე შენათებების, ემბლემების,
პროექტორების, მუსიკის ეკვალაიზერების და სხვათა ფართო ასორტიმენტს თქვენი
ავტომობილისათვის, რომლებიც მას უფრო უხიფათოს გახდიან, გამორჩეულს და განუმეორებელს
ქალაქის საავტომობილო ნაკადში.
4. ფარების კორექცია და რეგულირება
ღამით მგზავრობა ჩვენს გზებზე ძალზე სარისკოა, ეს ყველაფერი კი შემხვედრი მანქანების დამაბრმავებელი ფარების გამო ხდება. ხშირად ასეთი დამაბრმავებელი სინათლე ფარების არასწორი  რეგულირების შედეგადაა.
ფარების არასწორი რეგულირების გამო თქვენ შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაარღვიოთ გზაზე მოძრაობის წესები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაც კი წარმოშვათ.
როგორც ცნობილია ფარების სინათლის ძალა 5 წლის ექსპლუატაციის შემდეგ შეიძლება შესუსტდეს და ნომინალურის 50%-მდე შემცირდეს, რისი მიზეზიცაა:
ძაბვის დაქვეითება ელექტრულ შეერთებებში;
ლამპების _ ნათურების დაძველება;
ფარების მინების მდგომარეობის გაუარესება გარედანაც და შიგნიდანაც.
ამიტომ დრულად მიაქციეთ ყურადღება ფარების მდგომარეობასა და მათს რეგულირებას.
ფარების სინათლის სწორი რეგულირება _  არის არა  იმდენად საგზაო ეთიკის, რამდენადაც ავტომობილის უხიფათო მართვის საკითხი, განსაკუთრებით დღეღამის ბნელ დროს.
მიანდვეთ  ფარების რეგულირება  პროფესიონალებს და თქვენი გამოჩენა გზებზე არ შეუქმნის უხერხულობას არც შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მძღოლებს  და  არც თქვენ.

ორივე ფარის რეგულირების ღირებულებაა  20  ლარიდან.
Designed by Azazzzello