Русский
ქართული
English
ენის ამორჩევა
4 სენსორი და სიგნალის ბგერითი დინამიკი 4 სენსორი, სპეც. დისპლეი და ჩაყენებულ ბგერით სიგნალს 4 სენსორი + სარკე-დისპლეი და ჩაყენებულ ბგერით სიგნალს
4 სენსორი და სიგნალის ბგერითი დინამიკი 4 სენსორი, სპეც. დისპლეი და ჩაყენებულ ბგერით სიგნალს 4 სენსორი + სარკე-დისპლეი და ჩაყენებულ ბგერით სიგნალს
DSC06591 MG_3337 MG_3339 MG_3340
monitor_01 monitor_02 monitor_03 monitor_04 monitor_05 monitor_06 monitor_07
videoregistrator_01 videoregistrator_02
Cobra_RU735
1. პარკინგ-სისტემები
პარკ-ტრონიკები (პარკირების რადარები) არის შეუცვლელი მოწყობილობა პარკირებისას შეზღუდული სივრცისა და დღე-ღამის ბნელი დროის პირობებში, განსაკუთრებით თუკი ავტომობილის მინები ჭუჭყიანია, ან  დაბურულია, ანდა როცა არ არის სიტუაციის კონტროლირების შესაძლებლობა გაბარიტების გამო. ასევე იმ წინაღობათა წარმოშობისას, რომლებიც უბრალოდ არ მოჩანან უკან გასახედ სარკეში, განსაკუთრებით თუკი ავტომობილი მაღალია.
უსიამოვნებათა თავიდან აცილებაში ამ და მრავალი სხვა სიტუაციის დროს მძღოლს დაეხმარება პარკ-ტრონიკები (პარკირების რადარები).
ეს  მოწყობი-ლობა განკუთვნილია იმის საუწყებლად მძღოლისათვის, რომ ავტომობილი უახლოვდება სახიფათო დაბრკოლებას. სიგნალიზაცია არის როგორც სინათლის, ასევე ბგერითი; ზოგიერთი პარკ-ტრონიკები (პარკირების რადარები)
აღჭურვილია სპეციალური დისპლეით. მანძილის განსაზღვრა სახიფათო ობიექტამდე ხდება სპეციალური ულტრაბგერითი გადამწოდის დახმარებით, რომლებიც ყენდება ავტომობილის ბამპერზე (ჯახამრიდზე). ამის წყალობით მნიშვნელოვნად მარტივდება ავტომობილის მანევრირება შეზღუდული სივრცისა თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში.
                                              “ავტომინაკოსმეტიკს”-ი გთავაზობთ პარკირების რადარების 3 სახეობას:
1. 4 სენსორი და სიგნალის ბგერითი დინამიკი. 120 ლარი.
2. 4 სენსორი და სპეც. დისპლეი, რომელიც აჩვენებს მხარეებს, მანძილს ობიექტამდე, და ჩაყენებულ ბგერით სიგნალს. 140 ლარი.
3. 4 სენსორი + სარკე-დისპლეი, რომელიც აჩვენებს მხარეებს, მანძილს ობიექტამდე, და ჩაყენებულ ბგერით სიგნალს. 160 ლარი.
2. უკუსვლის ვიდეო-სისტემები
ბევრი ჩვენგანი  სიძნელეებს განიცდის პარკირების დროს; ეს განსაკუთ-რებით ითქმის დიდი ავტომობილების მფლობელებზე, რადგანაც მათი დიდი გაბარიტების გამო არ ჩანს, თუ რა არის უკან. იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ უსიამოვნო მომენტები, ისეთი, როგორიცაა გაკაწრული ბამპერი (ჯახამრიდი), ჩვენ გთავაზობთ შეიძინოთ უკანა ხედვის კამერა. ეს მოწყობილობა მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ პარკირების პრიცესს.

საავტომობილო კამერები განკუთვნილია ავტომფლობელებისათვის მოქმედე-ბის გასაადვილებლად, აგრეთვე ფეხით მოსიარულეთა უხიფათობისათვის. ასეთი მოწყობილობა ყენდება ავტომობილის უკანა ბამპერზე ანდა საბარგულის კარებზე - სახურავზე და უერთდება მონიტორს ავტომობილის სალონში; უკანა გადაცემის ჩართვების დროს უკუხედვის კამერა ავტომატურად ჩაირთვება.

“ავტომინაკოსმეტიკს”-ი გთავაზობთ  დაბალფასიანი უკანა ხედვის კამერების დიდ არჩევანს. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ სწორედ თქვენთვის შესაფერი კამერა.
უკანა ხედვის კამერის ღირებულება მისი დაყენების ჩათვლით შეადგენს 100 ლარს და ზევით, მოდელისდა მიხედვით. გარანტიაა  1  წელი.
3. ვიდეო-მონიტორები
“ავტომინაკოსმეტიკს”-ი გთავაზობთ  მონიტორებისა და მონიტორებით აღჭურვილი სარკის გაყიდვასა და დაყენებას, რომლებიც შეიძლება
გამოყენებულ იქნას უკანა თუ წინა მოხილვის კამერისაგან მიღებული ინფორმაციის ასახვისათვის ავტომობილის უკუსვლით მოძრაობის ანდა,
შესაბამისად,  გასწრების დროს. გარდა ამისა,  მონიტორებსა და სარკეებს შეუძლიათ ასახონ აუდიო- და ვიდეო-ინფორმაცია სტანდარტში 
PAL/NTSC ასეთი ფორმატის ნებისმიერი წყაროდან; ასევე გთავაზობთ უბრალო მიერთებას, სარკის დაყენებას ავტომობილის საშტატო სარკეზე.
სარკე-მონიტორის ღირებულება დაყენებასთან ერთად შეადგენს 150 ლარს და ზევით, მოდელებისდა მიხედვით. გარანტიაა  1 წელი.
4. ვიდეო-რეგისტრატორი
სულ  ახლახანს მიმოქცევაში შემოვიდა ვიდეო-რეგისტრაციის საავტო-მობილო სისტემები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ავტომოყვარულს დაეხმაროს უსიამოვნო სადავო სიტუაციებში გარკვევასა და მათს გადაწყვეტაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს.
ავტო-რეგისტრატორი _  ეს არის მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია საგზაო სიტუაციის უწყვეტი ჩაწერისათვის ერთი ან რამდენიმე რაკურსით, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დროს ანდა მისი ერთ ადგილზე დგომისას. არსებითად, ვიდეო-რეგისტრატორი არის სრულყოფილი «შავი ყუთი», რომელიც წარმოადგენს მინიატურულ ვიდეოკამერას. იყიდო ვიდეო-რეგისტრატორი - ეს იგივეა, რომ შეიძინო უტყუარი მოწმე, რომელიც არავის არ მოატყუებს და რომელსაც ვერც დააბნევს ვინმე,  ვერც შეაშინებს და ვერც მოისყიდის.
5. რადარ-დეტექტორი
რადარ-დეტექტორი _ ეს არის პასიური  რადიომიმღები, რომელიც არ ახშობს მიღებულ სიგნალს იმავე სიხშირის გაძლიერებული სიგნალით; ანუ, ეს, უბრალოდ, დეტექტორია, რომელიც სიგნალს აწვდის მოსარგებლეს იმის შესახებ, რომ თავისი  მოქმედების რადიუსში იღებს რომელიმე დიაპაზონის სიგნალებს, რისთვისაც იგი საკუთრივ არის კიდეც დაყენებული. ასეთი მოწყობილობების  არც გაყიდვა და არც გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული  არ არის.
Designed by Azazzzello